workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას და ჩავის კომენტარები ფაბრეგასის შესახებ

გვარდიოლას და ჩავის კომენტარები ფაბრეგასის შესახებ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ არსენ ვენგერის ადგილზე არც იგი გამოუშვებდა სესკ ფაბრეგასს.

“მე მესმის “არსენალის” ხელმძღვანელობის. ვენგერის ადგილზე არც მე გავუშვებდი ფაბრეგასს. სესკს ინგლისში წარმატებებს ვუსურვებ. სატრანსფერო ფანჯარა ღიაა თვის ბოლომდე. ჯერჯერობით არ გვაქვს გადაწყვეტილი, თუ ვის ვიყიდით. არსად არ გვეჩქარება. შეიძლება საერთოდ არავინ არ ვიყიდოთ. “ბარსელონა” ძალიან ძლიერი კლუბია და დანამატების გარეშეც შეუძლია იბრძოლოს ტიტულებისათვის. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი თასის მოპოვებაა.” ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ESPN.

“ბლაუგრანას” ნახევარმცველი ჩავი არ გამორიცხავს სესკ ფაბრეგასის გადმოსვლას კატალონიურ კლუბში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

“ამ მომენტისათვის ჩვენ აღარ ვცდილობთ სესკის გადმობირებას. მას შეუძლია შემოგვიერთდეს იანვარში, როდესაც გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა. ზამთარში “არსენალს” ინგლისის ჩემპიონობისთვის შანსები უკვე დაკარგული ექნება. ლონდონელები უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას, რომ არ უშვებენ ფაბრეგასს. ყველამ ვიცით, რომ ესპანელს ძალიან უნდა “ბარსაში” გადმოსვლა.” ციტირებს ჩავის სიტყვებს Tuttomercatoweb.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში