workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საოცრება, რომელსაც ”ბარსელონა” ჰქვია

საოცრება, რომელსაც ”ბარსელონა” ჰქვია

აი, უკვე ერთ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კატალონიის დედაქალაქში პირველად წარმოთქვეს სიტყვები:”საფეხბურთო კლუბი ”ბარსელონა”. ეს ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იყოკატალონიელი ერის ისტორიაში. მაშინ, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ”ბარსელონა”, გულშემატკივრებისთვის კი უბრალოდ ”ბარსა”, ასეთ დიდ წარმატებებს მიაღწევდა და გახდებოდა მსოფლიოში საუკეთესო კლუბი, რომელში მოხვედრაზეც ყველა ფეხბურთელი იოცნებებდა.

გადიოდა წლები, იცვლებოდნენ ფეხბურთელები, მწვრთნელები, პრეზიდენტები, მაგრამ არ იცვლებოდა მთავარი – გუნდური სული, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა და სიყვარული. სწორედ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ გადაატანინა ამდენი განსაცდელი ”ბარსელონას”- ფრანკოს დიქტატორული რეჟიმი, სამოქალაქო ომი და უამრავი სხვა. თავისთავად კი ”ბარსამ” შეუმსუბუქა ტკივილი ამდენი რბევით და შევიწროვებით გატანჯულ კატალონიელ ხალხს- ”ბარსა” მათ მომავლის იმედს უბრუნებდა და ასეა დღესაც.

ალბათ ყველა დაკვირვებიხართ, რამხელა თავისუფლება იგრძნობა ”ბარსას” თითოეული ფეხბურთელის მოძრაობაში, ეს ის თავისუფლებაა, რომელიც კატალონიელებს ასე სწყურიათ. ქართველებიც ხომ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ, ალბათ ამიტომ გვიყვარს ”ბარსელონა”- რაღაც საერთოს ვხედავთ ჩვენს შორის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ” ბარსელონა” გუნდური სულით ცოცხლობს და ეს არის მისი ყველა წარმატების საიდუმლო. ის ”უფრო მეტია, ვიდრე კლუბი” და ამას ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს. მე “ბარსელონაში” მხოლოდ ლამაზი ფეხბურთი არ მიყვარს, არის კიდევ რაღაც, რაც ფეხბურთზე მეტად უნდა გიყვარდეს – ჩაიხედეთ საკუთარ გულში და იქ გაიგებთ რა არის ეს ”რაღაც”.
იმედი მაქვს, რომ ”ბარსელონა” კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაახარებს ჩვენს გულებს და არასოდეს უღალატებს იმ პრინციპებს, რომლის გამოც ასე ძალიან გვიყვარს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში