workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის პირველ ტურში “ბარსა” “ლევანტეს” უმასპინძლებს

ლა ლიგის პირველ ტურში “ბარსა” “ლევანტეს” უმასპინძლებს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის 2013-14 წლების სეზონის პირველ ტურში. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ლა ლიგის პირველ ტურში, “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე ითამაშებდა. დღეს, კატალონიელთა მეტოქე გაირკვა – პირველ მატჩში, ვილანოვას გუნდი “ლევანტეს” უმასპინძლებს. ესპანეთის ჩემპიონატი 17 აგვისტოს დაიწყება.

ბოლო ტურში, რომელიც 17-18 მაისს გაიმართება, “ბარსელონა” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს.

პირველი “ელ კლასიკო”, რომელსაც “კამპ ნოუ” უმასპინძლებს, 27 ოქტომბერს გაიმართება. ეს მე-10 ტურში მოხდება. განმეორებითი “კლასიკო” 23 მარტს, მადრიდში ჩატარდება.

პირველი ტურის სხვა წყვილები: ვალენსია-მალაგა; რეალი-ბეტისი; სევილია-ატლეტიკო; სოსიედადი-ხეტაფე; ვალიადოლიდი-ატლეტიკი; ოსასუნა-გრანადა; სელტა-ესპანიოლი; რაიო-ელჩე; ალმერია-ვილიარეალი.

ლა ლიგის 2013-14 წლების სეზონის “ბარსელონას” სრული კალენდარი

2013-14 წლების სეზონის “ბარსელონას” სრული კალენდარი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward