workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილანოვას მთავარი დამხმარეები შემდეგი სეზონისთვის

ტიტო ვილანოვას მთავარი დამხმარეები შემდეგი სეზონისთვის

უკვე 1 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ტიტო ვილანოვა ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა და ესპანელმა სპეციალისტმა პერსონალის შეცვლა გადაწყვიტა. მომავალ სეზონში კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები იქნება. მე კი ვეცდები მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ტიტოს თითოეულ დამხმარეზე.
ჟორდი როურა 
ჟორდი და ვილანოვა ჯერ კიდევ ”ლა მასიიდან” ემეგობრებოდნენ ერთმანეთს. მართალია, არაერთმა ტრავმამ ნამდვილად არ შეუწყო მათ ურთიერთობას ხელი, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა, ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისას არ დაივიწყა ძველი მეგობარი. მას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი როურას მთავარ დამხმარე მწვრთნელად ყოფნა.
რუბი 
”ტიტოს არაერთ რამეში შევუწყობ ხელს, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას სტანდარტულებს მივაქცევ, როგორც ჩვენ კართან – ისე მეტოქის.” ეს განცხადება გააკეთა რუბიმ. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ საქმიანობას ეწეოდა ტიტო პეპ გუარდიოლას ერაში. ესპანელ სპეციალისტს რუბის კლუბში მოყვანა ჯერ კიდევ შარშანდელი ზაფხულიდან უნდოდა, თუმცა მან ”ჟირონას” გაწვრთნა გადაწყვიტა და კლუბს ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჩაატარებინა. აქამდე რუბი თავკაცობდა ”ჰოსპიტალეტს”, ”საბადელს”, ”ესპანილ ბ-ს”, ”ეივისა-იბიცას” და ”ბენიდრომს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward