workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ანდრეს ინიესტა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, მეღვინეობას აპირებს. ამ მიმართულებით, “ბარსელონას” ნახევარმცველმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. რამდენიმე წლის უკან, 26 წლის ფეხბურთელმა ვენახების შესაძენად და ღვინის ქარხნის ასაწყობად, დაახლოებით, 9 მილიონი ევრო დახარჯა. ინიესტას, მთელი ეს ავლა-დიდება პროვინცია კასტილია-ლა-მანჩაში აქვს (ლამაზად ჟღერს არა?)
ანდრესი წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოების წარმოებას აპირებს, რომლებიც პრემიუმ კლასის იქნება და შესაბამისად, არამარტო ესპანეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც წარმატებით უნდა გაიყიდოს. ინიესტა გერმანიის, ინგლისისა და იაპონიის ბაზრების ათვისებას გეგმავს. ევროპულ რესტორნებში ღვინო დაახლოებით 40 ევრო ეღირება. რაც შეეხება წარმადობას, 700 ათას ბოთლზე აპირებს ასვლას.
სანამ ანდრესი ბურთს აგორებს, წარმოებას მამამისი ხოსე ანტონიო უძღვება. ის ყურადღებით ადევნებს თვალს ვენახებსა და ღვინის საცავებში მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა ინიესტების ოჯახისთვის არა ჰობი, არამედ ბიზნეს პროექტია.
“ჩემი ბიჭის მიერ ჩადებულ ყოველ 10 ევროზე, 11-ის მიღებას ვგეგმავ. ძალიან კარგ ღვინოს ვაკეთებთ”, – ეს სიტყვები მუნდიალის ფინალურ მატჩში გადამწყვეტი გოლის ავტორის მამას ეკუთვნის. თავად ანდრესი კი ისეთი ღვინოების გაკეთებაზე ოცნებობს, რომლებიც მეზობელ ლა რიოხაში წარმოებულ ღვინოებს გაუწევენ კონკურენციას.
Bodega Iniesta ბაზარზე უკვე გამოჩნდა გასული წლის შემოდგომაზე. როგორც იტყვიან, ლამაზად ცხოვრებას ვერავის დაუშლი, მაგრამ ეს ბევრს არ შეუძლია.
www.sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში