“ბარსას” ფეხბურთელებს და მწვრთნელებს დღეს უქმე დღე ჰქონდათ და შეეძლოთ ის ეკეთებინათ რაც მოუნდებოდათ. ლეო მესიმ ვარჯიში აირჩია და დილითვე შეუდგა საქმეს. არგენტინელი ძირითადად ინდივიდუალურ და ფიზიკურ ძალაზე გათვლილ ვარჯიშებს ატარებდა.
ლეო პეკინის ქუჩებში სასეირნოდ არ გასულა. მისმა თანაგუნდელებმა კი ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ზოგი მაღაზიებში წავიდა, ზოგიც ჩინეთის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა არჩია დამატებით ევარჯიშა და ჰანდიკაპი მასსა და მის თანაგუნდელებს შორის გაებათილებინა.
ჩინეთის დრით 11 სთ-ზე ლეომ ჰოტელი დატოვა და მწვრთნელ ლორენცო ბუენავენტურასთან ერთად პეკინის სავარჯიშო ცენტრში წავიდა. არგენტინელი განცალკევებით ვარჯიშობდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.
უჩვეულო დღე
უქმე დღეს იმ სასტუმროში, რომელშიც კლუბი ისვენებს, ჩვეული ერთფეროვნება არ იგრძნობობდა. “ბარსას” ოფიციალური მაისური ყველა ფეხბურთელმა შეინახა და თავიანთ გემოზე გამოწყობილებმა დაიწყეს ახალი და საინტერესო დღე. ახალგაზრდული გუნდის 14-მა ფეხბურთელმა გადაწყიტეს ერთად წასულიყვნენ ქალაქის მოსანახულებლად.
პირველი გუნდი
ამასობაში პირველი გუნდის ფეხბურთელებიც დროს სასტუმროს გარეთ ატარებდნენ. მაგალითად, ადრიანო კორეია და დანი ალვესი “ნაიკის” მიერ მოწყობილ ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას სავაჭრო ცენტრში. მათთან ერთად იყვნენ ერიკ აბიდალი და ზლატან იბრაგიმოვიჩი, რომლებმაც არჩიეს სპორტული ტანისამოსის მაღაზიები მოენახულებინათ. სამწვრთნელო ჯგუფი პეკინის ცენტრში ისვენებდა, მაგრამ მათ აკლდათ მთავარი პირი, პეპ გავრდიოლა, რომელიც სასტუმროს არ გაცდენია.
სასტუმროშივე დარჩენა არჩია რამდენიმე ფეხბურთელმაც, რომლებმაც ისარგებლეს და ჰოტელის სპა-სალონი მოინახულეს.
ვიზიტი შანხაიში
თავისუფალი დღე გამოიყენეს კლუბის ბოსებმა და დირექტორებმა, რომლებიც ძალიან ადრე ადგნენ და ადგილობრივი რეისით შანხაიში გაემგზავრნენ. მგზავრებს შორის იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ხესეპ მარია ბარტოლომეუ და სპორტული დირექტორი ანდონი ზუბიზარეტა.
წყარო: www.fcbarcelona.cat