workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში: “ეს უსამართლობაა, მათ ხომ შვებულება აქვთ”

ალვეში: “ეს უსამართლობაა, მათ ხომ შვებულება აქვთ”

“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა დღეს განაცხადა, რომ შვიდი კატალონიელის გამოძახება ესპანეთის ნაკრებში 11 აგვისტოს გასამართ მატჩისთვის მექსიკის წინააღმდეგ ნამდვილი უსამართლობაა. ბრაზილიელმა ახსნა, რომ მისი თანაგუნდელები ახლა შვებულებაში არიან და ხარისხიანი ფეხბურთის თამაშს ვერ შეძლებენ.

 “გადაწყვეტილება უკვე გაკეთებულია და დარწმუნებული ვარ, საიმისოდ მიზეზებიც არსებობს. ალბათ ესეთია მსოფლიო ჩემპიონების ბედი.” – განაცხადა დანიმ თავის ინტერვიუში, რომელიც პეკინში, კერძოდ კი “ორიენტალ პლაზას” ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მისცა.

 ვიქტორ ვალდესი, პიკე, პუიოლი, ბუსკეტსი, ჩავი, პედრო და ვილა არიან ის “ბლაუგრანელები”, რომლებიც დელ ბოსკემ ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. ამ მატჩიდან 72 საათის შემდეგ “ბარსელონას” ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრის ჩატარება მოუწევს “სევილიას” წინააღმდეგ.

 ბრაზილიელის თქმით, ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ამხანაგურ მატჩს ატარებს. დანის აზრით, ყველამ პატივი უნდა სცეს მწვრთნელის გადაწყვეტილებას, მაგრამ ასევე დაამატა, რომ ამ შემთხვევაში კლუბის და ნაკრების ინტერესები სრულიად განსხვავებულია.

 ალვეში დაესწრო სპეციალურ ცერემონიას თავის ძველ მეგობარ ადრიანო კორეიასთან ერთად, რომელმაც დამღუპველი უწოდა 11 აგვისტოს გასამართ მატჩშს. “ჩვენ უკვე ვიწყებთ მზადებას სუპერთასის მატჩისთვის. თუ “ბარსას” ფეხბურთელებს ამხანაგურ მატჩში არ ათამაშებენ, ისინი შეძლებენ 14 აგვისტოს ჩვენ დახმარებას.” – განაცხადა “სევილიას” ყოფილმა ფეხბურთელმა.

 ორივე ბრაზილიელმა უამრავი ავტოგრაფი დაარიგეს იმ ჩინელებისთვის, რომლებიც სპეციალურად მათთან მივიდნენ “ბარსას” მაისურებით. შეგახსნებთ, რომ კატალონიელები გუშინ ჩაფრინდნენ პეკინში და ისინი იქ ოთხ დღეს გაატარებენ და ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ ადგილობრივ ჩემპიონთან.

წყარო: www.sport.es 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward