როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” მართავს აზიურ ტურნეს. ისინი ახლა კორეაში იმყოფებიან. გუშინ 50–მა კორეელმა ბავშვმა პირადად გაიცნო ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი. ბავშვები იყვნენ 8–დან 14 წლამდე. მათ ისაუბრეს ყველა თემაზე: რა არის მისი ასეთი თამაშის საიდუმლო; ფიქრობს თუ არა კარიერის დასრულებაზე; რა არის აუცილებელი რომ გახდე მესი.
ფეხბურთი, ფეხბურთი და კიდევ ერთხელ ფეხბურთი
არგენტინელი გენია წყნარად უხსნიდა ბავშვებს, რომ მთავარი მონდომება და შრომაა. სწორედ ეს დაეხმარა მესის ისეთად გახდომაში, როგორიც ახლაა. ასევე, მან აღნიშნა, რომ არასოდეს უფიქრია კარიერის დასრულებაზე. ლეომ კორეელებს ურჩია უფრო მეტი დრო დაუთმონ ფეხბურთს და პატივი სცენ ამ სპორტს.
“ბარსელონას” სპორტის ვიცე–პრეზიდენტი
ხოსეპ მარია ბართოლომე, რომელიც გახლავთ “ბარსელონას” სპორტის ვიცე–პრეზიდენტი, მესისთან ერთად იმყოფებოდა და განაცხადა: “ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ისეთი სპონსორი გვყავს, როგორიც UNICEF–ია”
fcbarcelona.cat



