”ბარსელონას” მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა შემდეგ სეზონშიც ვალდებული იქნება ნიუ-იორკში პროცედურებზე რეგულარულად იაროს, ასე რომ მას 3-4 მატჩის გაცდენა მოუწევს.
გასულ სეზონში 44 წლის სპეციალისტი ვალდებული იყო საოპერაციო მაგიდაზე დაწოლოლიყო და ამ მიზეზით, მან სეზონის დიდი ნაწილი გააცდინა. მიუხედავად ”კამპ ნოუზე” გაჩენილი ჭორებისა, იმის შესახებ, რომ ტიტო კლუბს დატოვებდა, იგი დაბრუნდა და სეზონის მიწურულს ლა ლიგის მოგებაც მოახერხა. გავლენიანი ესპანური გამოცემა SPORT იტყობინება, რომ ვილანოვას შემდეგ სეზონშიც არაერთი მატჩის გაცდენა მოუწევს, იგივე მიზეზების გამო. სავარაუდოდ, ტიტოს შემცვლელი მის არყოფნაში, ისევ ჟორდი როურა იქნება.
ტიტოს ახალ სეზონში 3-4 მატჩის გაცდენა მოუწევს
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.