არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ რუსული კლუბი, “ანჟის” მისდამი ინტერესების შესახებ არაფერი არ სმენია. იტყობინება, Corriere della Sera.
ინტერვიუს მსვლელობისას, როდესაც საუბარი “ანჟის” არგენტინელის მიმართ ინტერესებზე მივიდა, რომელიც არგენტინელში 120 მილიონს ჩამოდიოდა, “ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჭორი გასული წლის დეკემბერშიც გავრცელდა, როდესაც პრესა აქტიურად წერდა იმას, თითქოს “ანჟი” არგენტინელში 250 მილიონსაც იხდიდა. ამის შემდგომ კი “ანჟის” ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა გერმან ტკაჩენკომ გავრცელებული ჭორი კატეგორიულად უარყო.