workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპიტნის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

კაპიტნის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

“ბარსელონას” კაპიტნის, კარლეს პუიოლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 35 წლის ფეხბურთელს სახლში დღეს საღამოს გაწერენ. სასიხარულო ამბავი ისაა, რომ დიდი ალბათობით, კაპიტანი გუნდს წინასასეზონო მზადების პირველივე დღეს შეუერთდება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პუიოლს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდებოდა. “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ოპერაცია 35 წუთს გაგრძელდა და ის წარმატებით დასრულდა.

“ოპერაცია 35 წუთს გაგრძელდა. საბედნიეროდ, გართულებები არ ყოფილა. პუიოლს სახლში წასვლა დღეს საღამოს შეეძლება. ჩვენი მიზანი ისაა, პუიოლმა ვარჯიში 15 ან 16 ივლისს, გუნდის სხვა წევრებთან ერთად დაიწყოს.” – აცხადებს რიკარდ პრუნა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward