კარლეს პუიოლს ხვალ მარჯვენა ფეხის მუხლზე მორიგ ოპერაციას ჩაუტარებენ. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი 3-4 კვირას გამოტოვებს.
პრეს-კონფერენცია 12 საათზე
შუადღით ექიმი რიკარდ პრუნა პრეს-კონფერენციას გამართავს და ოპერაციის შესახებ ისაუბრებს. გასულ სეზონში პუიოლმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე ის მარტის შემდეგ არ გამოჩენილა.