მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
განაცხადი დეპორტივოსთან მატჩისთვის – სამი მნიშვნელოვანი დაბრუნება

განაცხადი დეპორტივოსთან მატჩისთვის – სამი მნიშვნელოვანი დაბრუნება

მატჩის დრო: 29 ნოემბერი, 19:15
მოკლედ
ჰანსი ფლიკმა "დეპორტივოსთან" მატჩისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა. განაცხადში დაბრუნდნენ როდრი, ანდრეას კრისტენსენი და ლამინ იამალი, სიაში მთავარი სიახლე კი ახალგაზრდა ორიან გორენია.

“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-14 ტურში ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” გასამართი მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

როგორც ჰანსი ფლიკმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, კატალონიურ გუნდს როდრი და ანდრეას კრისტენსენი დაუბრუნდნენ. განაცხადშია ლამინ იამალიც, რომელმაც კოჭის არეში დისკომფორტის გამო ჩემპიონთა ლიგაზე “საბაჰთან” შეხვედრა გამოტოვა.

განაცხადში მთავარი სიახლე “ბარსა ატლეტიკის” 17 წლის ნახევარმცველის, ორიან გორენის გამოჩენაა. ფლიკმა გამოიძახა ალექს კამპოსიც, რომელსაც მიმდინარე კვირაში, ბაქოში, პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა.

გერმანელი სპეციალისტი ვერ გამოიყენებს ალეხანდრო ბალდეს, რომელმაც ბაქოში კოჭის ტრავმა მიიღო, და მარკ ბერნალს, რომელიც ტრავმის გამო მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული ფერმინ ლოპესი და ხანგრძლივი ტრავმის მქონე რუნი ბარდჯი.

ბარსელონას განაცხადი დეპორტივოსთან მატჩისთვის

  • მეკარეები: ჟოან გარსია, ვოიცეხ შჩესნი, დომინიკ ლივაკოვიჩი;
  • მცველები: ჟოაუ კანსელუ, პაუ კუბარსი, ანდრეას კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, ჟიულ კუნდე, ერიკ გარსია, ალექს კამპოსი;
  • ნახევარმცველები: ბრიან ფარინიასი, გავი, პედრი, როდრი, დანი ოლმო, ფრენკი დე იონგი, ორიან გორენი;
  • თავდამსხმელები: გაბრიელ ჟეზუსი, რაფინია, ლამინ იამალი, კარიმ ადეიემი, ენტონი გორდონი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი