მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრები კამპ ნოუზე გუნდის გასახდელის მონახულებას შეძლებენ

გულშემატკივრები კამპ ნოუზე გუნდის გასახდელის მონახულებას შეძლებენ

მოკლედ
2027 წლიდან "ბარსელონას" გულშემატკივრებს განახლებულ სტადიონზე პირველი გუნდის გასახდელში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ. კლუბის წევრებისთვის მუზეუმისა და გასახდელების მონახულება უფასო იქნება.

2027 წლის პირველ კვარტალში “ბარსელონას” ახალი მუზეუმის გახსნა იგეგმება. როგორც Mundo Deportivo ექსკლუზიურად იტყობინება, განახლებული ტურის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პირველი გუნდის გასახდელის მონახულების შესაძლებლობა იქნება.

2023 წლის მაისამდე, სტადიონის რეკონსტრუქციის დაწყებამდე, ტურისტებს მხოლოდ სტუმარი გუნდის გასახდელში შესვლა შეეძლოთ. ვინაიდან პირველი გუნდი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” მდებარე გასახდელს მხოლოდ მატჩების დღეებში იყენებს, კლუბს მისი ტურისტებისთვის გახსნის შესაძლებლობა ექნება.

სტადიონის მიწისქვეშა ნაწილში ფეხბურთელებისთვის გამოყოფილი სივრცე 2 600 კვადრატულ მეტრს მოიცავს. აქ განთავსებულია პირველი გუნდის, ქალთა გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის გასახდელები, ჰანსი ფლიკის კაბინეტი, წყლის პროცედურების ზონა, მცირე სავარჯიშო დარბაზი და ვიდეოანალიზის ოთახი.

მუზეუმისა და გასახდელების მონახულება “ბარსელონას” ოფიციალური წევრებისთვის (სოსიოებისთვის) სრულიად უფასო იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სტადიონის სახურავზე მოწყობილი საფეხმავლო ბილიკი, ე.წ. Skywalk იქნება. ის ჩრდილოეთ და მთავარი ტრიბუნების დამაკავშირებელ მონაკვეთზე, 80 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება და ვიზიტორებს მთელი ქალაქის პანორამული ხედით დატკბობის შესაძლებლობას მისცემს.

მსგავსი ატრაქციონი უკვე არსებობს “ტოტენჰემის” სტადიონზე.

საფეხმავლო ბილიკის გახსნა 2029 წლისთვის იგეგმება, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუ” ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს.

კლუბი მოელის, რომ ახალი მუზეუმი და დამატებითი ტურისტული ატრაქციონები რეკონსტრუქციამდელ პერიოდთან შედარებით მუზეუმის ყოველწლიურ შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 ნოე 2026, 15:38

    ხო მეც ნანახი მაქვს ის გასახდელი და ვერ დატოვა დიდი შთაბეჭდილება, არც ვიცოდი თურმე სტუმრების ყოფილა.