ხუთი “ლურჯ-ბროწეულისფერი” ევროპის ჩემპიონატის (U21) ფინალში გავიდა

ხუთი “ლურჯ-ბროწეულისფერი” ევროპის ჩემპიონატის (U21) ფინალში გავიდა

ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც ამ დღეებში ისრაელში იმართებოდა, მონაწილეობას კატალონიის “ბარსელონას” ხუთი წარმომადგენელი ღებულობს, ნორვეგიელ თანატოლებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი ისინი ფინალში ითამაშებენ. მატჩი შაბათს სტადიონ “Netanya”-ზე გაიმართა ნაკრების მწვრთნელმა ხულენ ლოპოტეგიმ კი შეხვედრაში შემდეგი “ლურჯ-ბროწეულისფრები” გამოიყვანა: მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, ტიაგო ალკანტარა და კრისტიან ტელიო. უთამაშებელი მხოლოდ მარკ მუნიესა დარჩა. 

ხულენ ლოპოტეგის შეგირდები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში შეხვედრაში დომინირებდნენ. ესპანელთა გუნდი მუდამ შეტევაში იყო. ნორვეგიის კართან კი არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ნორვეგიელთა მეკარემ ნილანდერ ჰასკიელდმა გუნდი არაერთხელ იხსნა. ისკო პირველი იყო ვინც მისი კარი შეაწუხა, ანგარიშის გახსნა კი ტელიოსაც შეეძლო.

მატჩის 25-ე წუთზე ბარტრამ პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, მას შემდეგ რაც მსაჯმა ჩათვალა, რომ იგი სიმულირებდა ნორვეგიის საჯარიმოში პენალტის მოპოვების მიზნით. ესპანეთს ტემპი არ დაუგდია თუმცა გოლის გატანა მხოლოდ 45-ე წუთზე მოახერხა. გოლის ავტორი ტიაგო ალკანტარას ბიძაშვილი როდრიგო მორენო გახდა. 

ნორვეგიელები სიტუაციის გამოსწორებას, მეორე ტაიმში შეეცადნენ და მატ ამისათვის ხელსაყრელი მომენტებიც ჰქონდათ. თუმცა ესპანურმა გუნდმა მატჩის მიწურულს ფინალში გასვლა სავსებით გაინაღდა ეს ყველაფერი კი ისკოსა და მოარატას გოლების წყალობით მოხდა. 

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე იტალიელი თანატოლები იქნებიან, რომლებმაც ნახევარფინალში ჰოლანდიას სძლიეს (1:0). 

[media=http://www.youtube.com/watch?v=kqLe2OX6keU]

 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია