workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკესი “ბარსელონას” ტოვებს

მარკესი “ბარსელონას” ტოვებს

რაფაელ მარკესი 7-წლიან კატალონიურ კარიერას ასრულებს. კლუბმა და ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღეს და კონტრაქტი გაწყვიტეს, რაც იმას ნიშნავს, რო მექსიკელი “ბარსელონას” ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დატოვებს. შეგახსენებთ, რომ აქამდე მოქმედი კონტრაქტი მარკესს “ბარსელონასთან” 2012 წლამდე აკავშირებდა.

რაფა მარკესი “ბარსელონაში” 2003 წელს გადავიდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი და თითოჯერ ევროპის სუპერთასი, ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მექსიკელმა მცველმა “ბარსელონას” მაისურით 242 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ჩატარებული მატჩების მიხედვით მარკესი კლუბის ისტორიაში მე-8 საუკეთესო უცხოელია. მასზე მეტი მატჩი არაესპანელ ფეხბურთელთაგან ჩატარებული აქვთ ფილიპ კოკუს (292), რონალდ კუმანს (264), პატრიკ კლუივერტს (257), ლადისლაო კუბალას (256), ჰრისო სტოიჩკოვს (255), მიხაელ რაიციგერსა (255) და ლუიშ ფიგუს (249).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward