workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და ალვესი “ბარსელონას” დაუბრუნდნენ

მესი და ალვესი “ბარსელონას” დაუბრუნდნენ

კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი დაბრუნდა შვებულებიდან და შეუერთდა გუნდს. ასევე ბრაზილიელმა დანი ალვესმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და მზადაა დაეხმაროს “ბარსელონას” ამხანაგურ მატჩებში. ასე და ამგვარად ლურჯ–ბროწეულისფერების მწვრთნელ, ხოსეპ გვარდიოლას უკვე 32 ფეხბურთელი ჰყავს. 8 ესპანელი ფეხბურთელი, რომლებიც გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, გუნდს შემდეგ კვირაში დაუბრუნდებიან.

მართალია “ბარსელონამ” პირველ ამხანაგურ მატჩში “ვალერენგას” 4:2 მოუგო, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ შეხვედრა მაინც და მაინც საინტერესო არ გამოდგა. იმედია, ალვესის და მესის დაბრუნებით დანარჩენ ამხანაგურ თამაშებში “ბლაუგრანა” უფრო თავდაჯერებული იქნება და ლამაზ თამაშსაც აჩვენებს.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში