გამოცემა Four Four Two-ის ჟურნალისტმა მუჰამედ მოალიმ საკუთარ ტვიტერზე საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს ამონარიდები გამოაქვეყნა, რომელიც 2000 წელს ჟოზე მოურინიოს ეკუთვნის გაზეთებში.
ჟოზე მოურინიო, რომელიც “ბარსელონაში” მუშაობდა საკუთარი მოსაზრება და დამოკიდებულება გამოთქვა მადრიდის “რეალის” შესახებ.
“თუ მე ოდესღაც მადრიდის “რეალს” გავწვრთნი მხოლოდ იმიტომ, რომ დავანგრიო ის. “ბარსელონა” მუდამ !.” – განაცხადა, მოურინიომ.
1997 წელს კი მოურინიომ კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა, როდესაც “ბარსელონამ” სამეფო თასი მოიგო. ჟოზე მოურინიომ გულშემატკივარს ასე მიმართა: “დღესაც და ხვალაც “ბარსელონა” მუდამ ჩემს გულში იქნება”.
გთავაზობთ ზემოთხსენებული ფაქტების დამადასტურებელ ამონარიდებს, რომელიც მუჰამედ მოალიმ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

