კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ესპანელმა თავდამსხმელმა, კრისტიან ტელიომ კიდევ ერთი შემოთავაზება მიიღო, გერმანული “დორტმუნდის” შემდეგ ფეხბურთელის შეძენა კიდევ ერთ გერმანულ კლუბს “შალკეს” სურს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ტელიოში 10 მილიონ ევროს იხდიან, ეს ის თანხაა, რომელიც კრისტიანის კონტრაქტში გამოსასყიდის სახით წერია. მეორე გერმანული კლუბი “შალკე” კი 21 წლის ფეხბურთელის არენდით აყვანის ვარიანტისაკენ იხრება. იტყობინება, Bild.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტელიომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 22 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.



