“ბარსელონამ” ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბევრი ფეხბურთელი იყიდა მესისთან შესაწყვილებლად, ნეიმარის ტრანსფერის ჩათვლით კი სულ 205 მილიონი ევრო დაიხარჯა.
პირველი იყო, ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ტიერი ანრი, რომელმაც მაღალ დონეზე ერთი სეზონი ითამაშა, ალბათ, ყველა მიხვდებით, რომ ეს 2008/09 სეზონია, როცა “ბლაუგრანამ” ტრიპლეტის მოგება მოახერხა.
ანრის შემდეგ იყვნენ იბრაჰიმოვიჩი და ვილია. ეს უკანასკნელი 2010/11 სეზონში მშვენივრად ირჯებოდა, მაგრამ საშინელი ტრამვის შემდეგ აშკარად დაკარგა ძველი სათამაშო ფორმა, ასტურიელი თავდამსხმელი კლუბის დატოვების ერთ-ერთი კანდიდატია ზაფხულში.
ალექსის სანჩესიც მოიაზრებოდა ერთ-ერთ მთავარ მეგოლედ, მან, მიუხედავად ტრავმებისა, პირველი სეზონი კარგად ჩაატარა, მაგრამ ამ სეზონში ჩილელს “ბარსელონას” ბევრი გულშემატკივარი აკრიტიკებდა, სულ სანჩესში 40 მილიონი ევროა გადახდილი.
ახლა ნეიმარის ჯერია, მისი განვითარება “ბარსაში” ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კლუბმა მის სანაცვლოდ 57 მილიონი ევრო გადაიხადა და ის გახდა მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე “ბლაუგრანას” ისტორიაში, პირველი


