ვიქტორ ვალდესი ‘’ბარსას’’ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთია , რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ახლა დამსახურებულ ‘’შევებულებაშია’’ ის იმყოფებოდა ქალაქ გავაში , სადაც მას დახვდნენ როგორც ჩემპიონს.ვალდესის თქმით ‘’ბარსელონა’’ ახალ სეზონს შესანიშნავი შემადგენლობით ხვდება.
იმის მიუხედავად, რომ ამ ზაფხულს ვალდესს სულ სხვა საფიქრალი ჰქონდა ის მაინც ადევნებდა თვალ-ყურს თუ რა ხდებოდა კატალონიურ გრანდში. ‘’ვილია და ადრიანო, საკუთარ გუნდებში ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ და დარწმუნებული ვარ ჩვენთანაც არ დაზოგავენ თავს, მათი ‘’ბარსელონაში’’გადმოყვანა წაადგება გუნდს’’
ვალდესის სჯერა, რომ ყველა იმ წარმატების მიუხედავად გუნდი მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო მეტად ამბიციური იქნება. ‘’ახალი ფეხბურთელების სურვილი მოიგოს ტიტული ბარსასთან ერთად ჩვენც გვამატებს მოტივაციას’’ ამბობს ვიქტორი.
მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება უემბლიზე, ვალდესის თქმით იქ გამარჯვება გუნდისთვის მთავარი მიზანი იქნება. ‘’ შესანიშნავი იქნება თუ გავალთ ფინალში და შარშანდელ წარუმატებლობას დავივიწყებთ. ჩვენ გვინდა მოვიგოთ ყველა ჩემპიონატი სადაც კი მივიღებთ მონაწილეობას განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგა.’’
ვალდესი სესკის საკითხსაც შეეხო და მისი თქმით ფაბრე დიდი ძალა იქნება ‘’ბარსელონასთვის’’, ყველას გაუხარდება პატარა კატალონიელის მშობლიურ მიწაზე დაბრუნება და დარწმუნებული ვარ ეს მასაც სურს.
ვალდესი ვარჯიშს 9 აგვისტოდან დაუბრუნდება, როგორც კი დამთავრდება აზიაში ჩასატარებელი მატჩები, 2კვირაზე ცოტა მეტი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან, მაგრამ ისევ სურს ვარჯიში ‘’ როდესაც ტელევიზორში ვხედავ თუ როგორ ვარჯიშობენ ჩემი თანაგუნდელები მინდება მათთან ერთად ვიყო’’ მან ასევე დაამატა,რომ ნაკრებში თამაშის შემდეგ ორგანიზმს დასვენება სჭირდება.
წყარო: www.barcamania.com