მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუიზი და ივანოვიჩი “ბარსელონაში”?

ლუიზი და ივანოვიჩი “ბარსელონაში”?

მას შემდეგ, რაც ტიაგო სილვას ტრანსფერზე პსჟ-მ უარი განაცხადა, ბლაუგრანა დავიდ ლუიზის და ბრანისლავ ივანოვიჩის ტრანსფერზე გადაერთო. Dailystar-ის ინფორმაციით, “ჩელსი” მზადაა,  “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები წამოიწყოს ამ ორი ფეხბურთელის თაობაზე.

როგორც ცნობილია, “ლურჯები” ლუზისა და ივანოვიჩის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს ითხოვენ. 26 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ “ბარსას” 30 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს, ხოლო სერბეთის ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის.

აღსაღნიშნავია, რომ ლუიზსა და ივანივიჩს შეტევებში ჩართვა უყვართ, რაც სრულიად ჯდება “ბარსელონას” სათამაშო სტილში. ივანოვიჩს ხშირად გააქვს თავით გოლი, მან ეს ევროპის ლიგის ფინალშიც მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, დავიდ ლუიზი, მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, არ სჭირდება და ბრაზილიელი ჩელსის დატოვების ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში