კატალონიის “ბარსელონას” 31 წლის ესპანელმა ფორვარდმა, დავიდ ვილიამ კლუბიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
“მე კონტრაქტი მაქვს და ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ “ბარსელონაში”. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მე მუდამ ყურადღებით და პატივისცემით ვეკიდებოდი ჩემს კლუბს. ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება კარგი სამსახური გავწიო მოახლოვებულ კონფედერაციის თასზე ბრაზილიაში. აი ამის შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება. ზაფხულში ბევრი რამის ანალიზირებაა საჭირო. მაგრამ მე ამ მომენტისათვის არაფერზე არ ვფიქრობ, გარდა ეროვნულ ნაკრებში თამაშზე.” – განაცხადა ვილიამ.
შეგახსენებთ, რომ ასტურიელი ფორვარდის მიმართ ინტერესს, “ტოტენჰემი”, “ატლეტიკო”, “არსენალი” და “ლივერპული” იჩენს.



