“ბარსელონას” ფეხბურთელებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს. კატალონიელებმა სეზონის ბოლო შეხვედრაში “მალაგას” სძლიეს ანგარიშით 4–1 გოლები: ვილიას, ფაბრეგასის, მონტოიასა და ინიესტას ანგარიშზეა. ეს გახლდათ ზედიზედ 56–ე შეხვედრა, როდესაც კატალონიელებმა შეძლეს გოლის გატანა.
გასული სეზონის 21–ე ტურის შეხვედრაში “ვილიარეალთან” თამაშისას საბოლოო ანგარიში ფრე 0–0 დააფიქსირდა, მაშინ გუნდის მწვრთნელი პეპ გუარდიოლა იყო. მას შემდეგ ტიტო ვილანოვას გაწვრთნილებმა ლა ლიგაზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში შეძლეს გოლის გატანა.
სულ გატანილი გოლების რაოდენობა 115-ს შეადგეს, საშუალოდ კატალონიელებს თითო შეხვედრაში 3-ჯერ აიღეს მეტოქის კარი. გატანილი 115 გოლიდან 46 ლეო მესის ანგარიშზეა.
115 გოლი კლუბის ისტორიაში რეკორდია. კატალონიელებმა წინა სეზონის რეკორდი გააუმჯობესეს, როდესაც მათ სეზონში 114 გოლი გაიტანეს. ტურნირის რეკორდი კი “რეალ მადრიდის” მიერ გატანილი 121 გოლია.


