დღეს “ბარსელონა” “მალაგას” დაუპირისპირდა ანგარიშით 4–1 სძლია და “რეალ მადრიდის” შარშან დამყარებული რეკორდი გაიმეორა. კატალონიელებმა სეზონის მანძილზე 100 ქულა მოპოვება შეძლეს. სტატისტიკა კი შემდეგნაირია: 32 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატალონიელებმა ლა ლიგის ცხრილში უახლოეს მდევარს “რეალ მადრიდს” 15 ქულით გაუსწრეს.
“ბარსელონამ” ორჯერ მეტი ქულა დააგროვა ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს უმრავლესობამ. 50 ქულიან ბარიერს შემდეგი გუნდები გადასცდნენ: “რეალ მადრიდი”, “ატლეტიკო”, “ვალენსია”, “რეალ სოსიედადი”, “მალაგა”, “ბეტისი” და “რაიო”.



