მოგეხსენებათ მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” მანუელ პელეგრინი გაწვრთნის, რომელიც ამ ზაფხულს აპირებს რამდენიმე ფეხბურთელით სერიოზულად გაძლიერებას, მისი ერთ-ერთი სამიზნე “ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასია. “Daily Mail“-ის ინფორმაციით, პელეგრინიმ “სიტის” ხელმძღვანელებს უკვე სთხოვა ფაბრეგასის შეძენა.
ასევე ჩილელი სპეციალისტი ორ ესპანელ ფეხბურთელს ითხოვს, რომლებიც არიან ისკო და ხესუს ნავასი. ახლა კლუბის ხელმძღვანელობა კერძოდ კი გენერალური მენეჯერი ფერან სორიანი და სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი აქტიურად ცდილობენ აღნიშნული ფეხბურთელების გადაბირებას.
ასევე მოგეხსენებათ ისიც, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” სერ ალექს ფერგიუსონმა დატოვა, ხოლო მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესი დაინიშნა, რომელმაც უკვე მოსთხოვა ხელმძღვანელებს სესკ ფაბრეგასის შეძენა. ასე, რომ ბრიტანული პრესის თანახმად ორი “მანჩესტერული” კლუბი იბრძოლებს ამ ზაფხულს სესკ ფაბრეგასისთვის, რომელსაც კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2016 წლამდე აკავშირებს.
26 ნახევარმცველს პრემიერ ლიგაში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, რადგანაც იცით იგი “არსენალის” რიგებში 2003-2011 წლებში გამოდიოდა. ამჟამად ფაბრეგასის სატრანსფერო ფასი 55 მილიონ ევროს შეადგენს.



