workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როურა: “ვეცდებით დეულოფეუსთვის საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ”

როურა: “ვეცდებით დეულოფეუსთვის საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა, ჟორდი როურამ ისაუბრა 19 წლის ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელზე, ჟერარდ დეულოფეუზე. როურამ განაცხადა, რომ კლუბი მუშაობს იმისთვის, რათა მომავალ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცეს საკმაოდ ბევრი სათამაშო პრაქტიკა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ დროისთვის მისთვის პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება ძალიან რთული იქნება.

“ჟერარდი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ჩვენ გავესაუბრებით მას ამასთან დაკავშირებით და ესპანეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ის არის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ჩვენ ვეცდებით მისთვის საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ”. – განაცხადა როურამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჟერარდ დეულოფეუს მიმართ ინტერესი “დორტმუნდმა” გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward