“მალაგას” მეკარემ, ვილფრედო კაბალერომ განაცხადა, რომ მას სურს ითამაშოს “ბარსელონაში”. გვაუწყებს ამ ინფორმაციას ესპანური პრესა. ამჟამად კატალონიური კლუბს მოგეხსენებათ ესპანელი კიპერი, ვიქტორ ვალდესი ტოვებს და კაბალეროს მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა “ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” სასარგებლოც იყოს.
“თუ “ბარსელონა” მოინდომებს ჩემს შეძენას, ამაზე მე დაუყოვნებლივ მექნება რეაგირება, რადგანაც არ დავრჩე იმის იმედად, რომ ისინი ხელმეორედ შემომთავაზებენ მათთან ადგილს. ვის არ სურს თამაში “ბარსელონაში”? – უნდა იყო სულელი, რომ ასეთ კლუბს უარი უთხრა”. – განაცხადა კაბალერომ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად “ბარსელონა” განიხილავს “გლადბახის” გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე შტეგენის ტრანსფერს, რომელიც მოიაზრება ვიქტორ ვალდესის მთავარ შემცვლელად.
