ჰიონესი: “გვარდიოლას ნეიმარი სურდა”

ჰიონესი: “გვარდიოლას ნეიმარი სურდა”

“ბაიერნის” პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ისინი ნეიმარის შეძენას არ აპირებდნენ მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას სურდა. “გვარდიოლას ნეიმარის შეძენა ნამდვილად უნდოდა, მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ მას არ შევიძენდით”.

“ჩვენ ვიცით წარსული ახალგაზრდა ბრაზილიელების შესახებ, რომლებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ გერმანიაში ადაპატაციის გამო. ასევე კულტურასა და კლიმატურ სირთულეებს ვერ შეეგუენ. ჩვენ თუ გადავიხდიდით 20, 30 ან 40 მილიონს, მაშინ საკითხი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა”. – განაცხადა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან ნეიმარი ითამაშებს “ბარსელონაში”, რომლის ტრანსფერიც კატალონიურ კლუბს 50 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი