მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანდანოვიჩის “ბარსელონაში” გადმოსვლას ხელს მაცარი შეუშლის

ჰანდანოვიჩის “ბარსელონაში” გადმოსვლას ხელს მაცარი შეუშლის

მილანის “ინტერის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაცარის გუნდის ნომერ პირველი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის შენარჩუნება სურს. შეგახსენებთ, რომ სლოვენიელი კიპერით ინტერესს “ბარსელონა” იჩენს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “ბარსას” ვიქტორ ვალდესი დატოვებს. ბუნებრივია, კატალონიელები მის შემცვლელს ეძებენ. ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება სამირ ჰანდანოვიჩი, მაგრამ როგორც ირკვევა, მის ტრანსფერს ხელს “ინტერში” ახლადდანიშნული მაცარი შეუშლის.

ჰანდანოვიჩი “ინტერში” გასულ წელს გადავიდა და 2012-13 წლების სეზონში, გუნდის კარი 47-ჯერ დაიცვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში