“ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო მიესალმება ნეიმარის ტრანსფერს “ბარსელონაში” და აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი ნეიმართან ერთად გაცილებით უფრო ძლიერი იქნება. “დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის”.
“ნეიმარი ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ეჭვგარეშეა, რომ მასთან ერთად “ბარსელონა” ბევრად უფრო ძლიერი იქნება. ღმერთმა ქნას, რომ მას წარმატებული კარიერა ჰქონდეს. ამის ყველა წინაპირობა კი მას ნამდვილად გააჩნია”. – განაცხადა მასკერანომ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ხელში ჩასაგდებად ასევე მადრიდის “რეალიც” იბრძოდა, რომლებმაც ფინანსური თვალსაზრისით უფრო მეტი შესთავაზეს, ვიდრე კატალონიურმა კლუბმა, თუმცა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ბარსელონა” აირჩია.



