“ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა მაქსველმა განცხადება გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ამ სეზონში იბრა არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს “ბარსელონას”. ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მაქსველ შერერ კაბელინო ანდრადე ერთად თამაშობდნენ “ინტერნაციონალეს” სემადგენლობაში და “ბარსელონაშიც” ერთი და იგივე სეზონიდან გააგრძელეს ასპარეზობა, თუმცა, მათი კავშირები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ზლატანის აგენტი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი რიოლა ,მაქსველის აგენტიცაა.
მაქსველის თქმით იბრა “ბარსაში” ძალიან ბედნიერია და მის მიერ გატანილი 20-ზე მეტი გოლით ძალიან ამაყობს, პირველი სეზონისათვის ეს სრულიად საკმარისია, მთავარია, რომ მას შემართება არ აკლია და კვლავ იბრძოლებს დიდი გამარჯვებებისათვის.
“მე უკვე შევხვდი იბრას და ის ძალიან დიდი მოტივაციით ხვდება ამ სეზონს, მისი ენთუზიაზმი იმდენად დიდია, რომ მეც გადამომედო და ჩვენ ერთად მზად ვართ საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ იტალიიდან გადმობარგებული ფეხბურთელებისთვის ესპანეთში კარიერის უმაღლეს დონეზე აწყობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახლავთ, იბრამ მაინც საკმაოდ ბევრის გაკეთება შეძლო კლუბისათვის, მარტო “რეალთან” გატანილი გოლი რად ღირს და გადამწყვეტ მომენტებში იბრა კვლავ მზადაა “ბარსელონას” ქომაგები გაახაროს, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია. არ შეიძლება ხალხმა იგნორირება გაუკეთოს იმას რაც მან პირველივე სეზონში შეძლო.” განაცხადა “კრუზეიროში” აღზრდილმა 27 წლის ბრაზილიელმა.
“იბრაჰიმოვიჩის ხასიათი ძალიან კარგად ვიცი და ყოველ ვარჯიშზე ის ცდილობს გააკეთოს უფრო მეტი და გაიზარდოს როგორც ფეხბურთელი, დარწმუნებული ვარ ზლატანი თავს არ დაზოგავს ისეთი კლუბისათვის, როგორიც “ბარსელონაა.” დაამატა მაქსველმა.
soccerway.com