ახლა ,როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ის,რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ” ბარსელონაში ” გადმოვიდა.ბრაზილიური გამოცემა O’Globon საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით ,თუ რა დაუჯდა ნეიმარის შეძენა” ბარსას” და რა ანაზღაურებას მიიღებს ახალგაზრდა ვარსკვლავი კატალონიური კლუბისგან. ინფორმაცია ჯერ არაოფიციალურია,თუმცა “O’Globo` ამტკიცებს,რომ კატალობიელებმა ნეიმარის შეძენისათვის 54 მილიონი ევრო გადაიხადეს.ამ თანხის 55% “სანტოსი ” მიიღებს.რაც შეეხება ნეიმარის ხელფასს ის არა უმცირეს 7 მილიონი ევრო იქნება დაახლოებით იმდენივე ,რამდენსაც დავიდ ვილა იღებდა,რომელიც მალე დატოვებს კატალონიურ კლუბს. ამავე წყაროს ცნობით ნეიმარის შესაძენად 6 კლუბი იბრძოდა,როგორც ნეიმარის მამა აცხადებს მათგან ფინანსური კუთხის ყველაზე მომგებიანი ” ჩელსის” შემოთავაზება”იყო,თუმცა მათ არჩევანი არა ხელფასის,არამედ პროფესიული ზრდის კუთხით გააკეთეს.O’Globon ასევე იტყობინება, რომ ნეიმარი ბარსელონაში ჩამოვა და კონტრაქტს ხელს მოაწერს 3 ან 4 ივნისს.
“მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებმა “სანტოსს” მათ მიერ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის მთელი ამ როის განმავლობაში. ჩემი პატივისცემა ამ კლუბი და გულშემატკივრის მიმართ არასოდეს არ შეიცვლება. ეს მარადიული გრძნობაა, მე ყველაფერი განვიცადე ამ მოედანზე. მე მადლიერი ვარ შესანიშნავი გულშემატკივრების, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ჩვენ რთულ პერიოდებში.ჩვენი ტიტულები, მიზნები, დღესასწაულები და სიმღერები,გულშემატკივარები იქნება სამუდამოდ ჩემს გულში … მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მიმავალში კიდევ ვითამაშებ ბრაზილიურ კლუბში. სამწუხაროდ გემშვიდობებით ,ეს ახალი გამოწვევაა ჩემთვის “ -ციტირებს ნეიმარის სიტყვებს O’Globo’
გამოცემა აღნიშნავს,რომ ნეიმარი “ბარსაში” სავარაუდოდ 11 ნომრიან მაისურსაც მოირგებს.



