კატალონიური გრანდის ახალგაზრდა ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა სამეფო კლუბის ინტერესების სფეროში მოხვდა, იტყობინება ესპანური პრესა.
ცნობილია, რომ 22 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს. თანხის დაკლება გამოიწვია იმან, რომ უკანასკნელ ორ სეზონში ალკანტარამ არ ითამაშა მატჩების საკმარისი რაოდენობა, რათა გამოსასყიდი თანხა 90 მილიონ ევრომდე აწეულიყო. ”ბარსელონას” და ტიაგო ალკანტარას შორის კონტრაქტი კარგად შესწავლული აქვს მადრიდელთა პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ესპანური პრესა ტიაგო ალკანტარას არა ”რეალს”, არამედ ”მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდა.



