კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ექს-ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ თვლის, რომ “სამეფო კლუბი” “ბლაუგრანას” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და ამიტომ კიდევ აქვს ეროვნული ჩემპიონატის მოგებისა და ოქროს მედლების აღების შანსი, გადმოგვცემს Marca.
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი.
“ფეხბურთის სილამაზე იმაშია, რომ წინასწარ ვერასდროს ვერაფერს იტყვი. თუ არის შანსი, ესეიგი არის იმედიც. დიახ, “ბარსელონა” უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე “რეალი”, მაგრამ ბოლო ტურში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს”, – განაცხადა ფიგუმ.
წყარო: Soccer.ru