მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”ტიაგო ალკანტარა შექმნილია ”ბარსელონასთვის”

ჩავი: ”ტიაგო ალკანტარა შექმნილია ”ბარსელონასთვის”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა შეაქო ახალგაზრდა თანაგუნდელი, ტიაგო ალკანტარა. იტყობინება ესპანური პრესა. 

ალკნატარას აზრით, მას ამ სეზონში არ ჰქონდა საკმარისი სათამაშო პრაქტიკა. ტიაგომ ”ბარსელონას” ყველა მატჩის 60% ითამაშა, რითაც უკმაყოფილო დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად ტიაგოთი პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდება. ასევე იგი ”ბაიერნის” ინტერესების სფეროში მოხვდა, რომელსაც 1 ივლისიდან გუარდიოლა უხელმძღვანელებს.

”ტიაგო ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. იგი ”ბარსელონას” არამარტო მომავალია, არამედ აწმყოც. თავის დროზე მეც მიჭირდა. ყველაფერი დამოკიდებულია მის სურვილზე და კლუბის პოზიციაზე. ჩვენ გუნდში ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია და შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია, თუმცა ტიაგო უბრალოდ შექმნილია ”ბარსელონასთვის”. – განაცხადა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში