მას შემდეგ, რაც მეკარე პეპე რეინამ გაიგო ამბავი იმის შესახებ, რომ მისით ყოფილი კლუბი “ბარსელონა” ინტერესდება, საკმაოდ გახარებულიც დარჩა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა ასეთ კლუბში თამაში.
“მე “ლივერპულთან” კიდევ სამი წლით მაკავშირებს მოქმედი კონტრაქტი. მოხარული ვარ ამ კლუბში თამაშით, მე და ჩემი ოჯახი თავს აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” ჩემით არის დაინტერესებული, რამაც სიმართლე გითხრათ ძალიან გამახარა”.
“ეს კლუბი ჩემთვის კარგად ნაცნობია, რადგანაც მე გავიზარდე “ბარსელონაში”. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა იასპარეზოს ისეთ კლუბში, როგორიც არის კატალონიური კლუბი. მე ნამდვილად არ ვიცი აწარმოებენ თუ არა ისინი მოლაპარაკებებს ჩემს კლუბთან ან აგენტთნ, უმჯობესია ეს ყველაფერი მათ კითხოთ. არამგონია ამ ეტაპზე მოხდეს რაიმე სერიოზული”. – განაცხადა რეინამ.
