23 მაისს სინგაპურში “Social Star Awards 2013“–ის ფინალი გაიმართება, სადაც სოციალურ ქსელებში 2012 წლის ყველაზე პოპულარულ ბრენდებს დააჯილოდოვებენ. კლუბებს შორის დაპირისპირებაში “ბარსელონამ” ლიდერობა არავის დაუთმო და ზედიზედ მეორედ პირველი ადგილი დაიკავა. კატალონიელების უშუალო მეტოქეები იყვნენ: “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “რეალ მადრიდი”, თუმცა გუნდმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უკან ჩამოიტოვა. “ბარსელონადან” ამ დაჯილოებაზე ასევე წარდგენილია გუნდის ლიდერი ლეო მესი, რომელიც წლის ყველაზე პოპულარული სპორტსმენის ტიტულისთვის იბრძვის.
“Social Star Awards”, “Starcountis” მიერ შექმნილი დაჯილდოებაა, რომლის მთავარი მიზანია დაადგინოს, ადამიანების, კლუბებისა და კომპანიების პუპულარობის დონე თერთმეტი უმსხვილესი სოციალური ქსელის მიხედვით.



