მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კონფედერაციის თასის შემდეგ ნეიმარი “ბარსელონაში” გადავა

კონფედერაციის თასის შემდეგ ნეიმარი “ბარსელონაში” გადავა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ კვირას ნეიმარმა ხელი მოაწერა ერთ-ერთ საბუთს, რომელიც ითვალისწინებს კონფედერაციის შემდეგ მის “ბარსელონაში” გადაბარგებას. ნეიმარმა დადო პირობა, რომ ამ გათმაშების შემდეგ იგი კატალონიურ კლუბს შეუერთდება. მის სიტყვებს გაზეთი “O Globo” ციტირებს.

ნეიმარი ბოლო წლების განმავლობაში ბრაზილიაში ყველაზე მოთხოვნადი და საკმაოდ ძვირი ფეხბურთელი გახლავთ, მან ბევრჯერ იუარა რამდენიმე ევროპული კლუბის შემოთავაზებული წინადადება, თუმცა შემდეგ მან წინასწარი შეთანხმება დადო “ბარსელონასთან”, რომლის გათვალისწინებითაც ის ივლისში კატალონიურ კლუბს შეუერთდება. გაზეთის ვერსიით, ახაგალზრდა ვარსკვლავის ბოლო მატჩი “სანტოსის” რიგებში, შესაძლოა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩში “ფლამენგოსთან” შედგეს და ამის შემდეგ იგი კატალონიურ კლუბში გაემგზავროს. ბრაზილიური გამოცემა ასევე გვამცნობს, რომ ნეიმარი კონფედერაციის თასამდე არსად არ აპირებს გადასვლას.

ბოლო კვირების განმავლობაში უკვე ძალიან ბევრი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა “ბარსელონასა” და “სანტოსს” შორის აღნიშნული ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, რამაც წყაროს თანახმად შედეგი გამოიღო და ნეიმარი ზაფხულში “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შეუერთდება. აქამდე “სანტოსის” ხელმძღვანელობა და თავად მწვრთნელიც, თავიანთ ბოლო განცხადებებში ამბობდნენ, რომ ნეიმარი დარჩებოდა “სანტოსში”, მაგრამ ორივემ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ნეიმარის მომავალი ესპანეთშია. “ჩვენ გვინდოდა ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ჩვენთნ ყოფილიყო, თუმცა ეს ძალიან რთულია. ფეხბურთი ბიზნესია, სადაც უფრო მეტად რა თქმა უნდა კანონი ჭარბობს”. – განაცხადა “სანტოსის” პრეზიდენტმა ოდილო როდრიგესმა.

O Globo-ს თქმით “სანტოსი” ნეიმარში 65 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “ბარსელონას” ამ თანხის გადახდა არავითარ შემთხვევაში არ სურს და ასევე ბრაზილიელი ვარსკვლავიც არ აპირებს “სანტოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას, რის გამოც იგი მომავალ წელს უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და უფასოდ შეეძლებათ კლუბებს მისი ხელში ჩაგდება, რაც ბრაზილიურ კლუბს რა საკვირველია არ აწყობს. ამავე წყაროს ცნობით, ოთხშაბათს ხელმძღვანელებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, რის შემდეგაც უკვე დადასტურდება ოფიციალურად ნეიმარის ტრანსფერი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში