workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთადერთი ლამაზი მხარე

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთადერთი ლამაზი მხარე

ვიცი, უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა რაც მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა. ისიც ვიცი, რომ რაც აქ წერია არაფერ შუაშია “ბარსელონასთან”. ამის მიუხედავად მაინც გადავწყივიტე ამ სტატიის დაწერა. გადავწყვიტე იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი ნებისმიერ თქვენგანს რა შთაბეჭდილება დარჩა აფრიკაში გამართულ მუნდიალზე. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ერთადერთ ლამაზ მხარეს ამ მუნდიალისა. თქვენ იხილავთ ულამაზეს სუსტი სქესის წარმომადგენელ ადამიანებს. თქვენ იხილავთ ქალბატონებს ყველა კონტინენტიდან, რომლებიც გულშემატკივრობდნენ თავის ქვეყანას.

რა თქმა უნდა დავიწყებ მასპინძლებით. სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელებმა მუნდიალზე დიდი ვერაფერი გააკეთეს, თუმცა მათმა ქალბატონმა გულშემატკივრებმა თავისი გამღიმარი სახეებით თავი მაინც დაგვამახსოვრეს.

 

ნიგერიის ნაკრებმა ნამდვილად ვერ შეძლო თავისი ნამდვილი ძალების ჩვენება. მათი გოგონები მაინც იღიმებოდნენ. დამეთანხმებით, რომ მეორე სურათზე რომ ქალბატონია, მისი მაისური ძალიან ბევრის მთქმელია (ეს ისე, ხუმრობით).

 

განელი გოგონებიც ისევე არეულ ფერებში გამოიყურებოდნენ, როგორც სამხრეთ აფრიკელები.

 

ახლა კი სამხრეთ კორეელ, ჩრდილოეთ კორეელ და იაპონიელ ქალბატონ გულშემატკივრებს ერთად შემოგთავაზებთ, რადგან მათი გარჩევა ძალიან ძნელია.

 

ახლა კი გთავაზობთ ახალ ზელანდიელ გოგონებს. მართალია ახალმა ზელანდიამ ვერ მოახერხა ვერცერთი მატჩის მოგება, თუმცა ამავე დროს მათ არ დათმეს არცერთი თამაში.

 

ავსტრალიის ნაკრებმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, თუმცა მათი ულამაზესი ქალბატონები მე ყოველთვის თვალწინ მიდგას.

 

მოვიდა დრო მშვენიერი ამერიკელი ქალბატონებისა.

 

ბრაზილიის მუნდიალზე არც თუ ისე კარგი გამოსვლის მიუხედავად, მე უფლება არ მაქვს გამოვტოვო მათი უმშვენიერესი გულშემატკივრები.

 

ახლა კი პარაგვაელების დრო მოვიდა. პარაგვაის ნაკრებმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა მსოფლიო ჩემპიონატზე. მოდელმა, ლარისა რიკელმემ განაცხადა, რომ თუ მისი ქვეყანა გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაშინ იგი ტიტველი გაივლიდა სამხრეთ აფრიკის ქუჩებში. სამწუხაროდ ეს ბედნიერება არ გვეღირსა, მაგრამ გთავაზობთ მის რამდენიმე სურათს ფეხბურთის ყურებისას.

 

ასევე იხილეთ ჰონდურასის ნაკრების სუსტი სქესის წარმომადგენლები.

 

მექსიკელები ჩვეულებისამებრ იყვნენ ჩაცმულნი.

 

ახლა კი გთავაზობთ ურუგვაის გულშემატკივრებს; ურუგვაის, რომელმაც დატოვა შესანიშნავი შთაბეჭდილება მსოფლიო ჩემპიონატზე და გავიდა რა 1/2 ფინალში.

 

ბედნიერები იყვნენ ჩილეს ნაკრების გულშემატკივრები, რადგან მათმა გუნდმა მოახერხა 1/8 ფინალში გასვლა.

 

აი სულ ეს იყო. იმედია ამ სტატიის შემდეგ ცოტათი მაინც შეგეცვალათ შეხედულება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში