ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ახალგაზრდა ვარსკვლავის, ნეიმარის მიმართ და ასევე მან ისაუბრა მის შესაძლო გადასვლაზე “ბარსელონაში”.
“ნეიმარი – ნამდვილი სამაგალითო ფეხბურთელია. მე ვესაუბრე “ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს ნეიმარის პროფესიონალურ თვისებებზე და მათთან კავშირზე, რომელმაც აღნიშნა ზუსტად იგივე სიტყვები. ამ დროისთვის “ბარსელონა” ლიდერია ნეიმარისთვის ბრძოლაში და თუ იგი ამ კლუბში გადავა ეს ძალიან კარგი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ისეთივე კუმირი “კამპ ნოუსთვის”, როგორიც არის ლიონელ მესი”. – აცხადებს სკოლარი.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს კონტრაქტი “სანტოსთან” 2014 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ მან კლუბი ამ ზაფხულსვე დატოვოს.