”ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია საფეხბურთო კარიერას ლონდონურ ”ტოტენჰემში” გააგრძელებს, იტყობინება ესპანური პრესა.
ესპანური გავლენიანი გამოცემის, El Mundo Deportivo-ს თანახმად, ასტურიელი თავდამსხმელი ”ტოტენჰემში” გადავა. მოთამაშის მიმართ სიმპათიებს ასევე არ მალავს მეორე ლონდონური კლუბი, ”არსენალი”. ”მეთოფეები” მზად არიან ვილიაში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.
თავად ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა კი დავიდ ვილიას გაყიდვას 15 მილიონ ევროდ აპირებს.



