”ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელით, კრისტიან ტელიოთი კიდევ ერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა, იტყობინება ესპანური პრესა.
ამჯერად, ეს არის ინგლისური ”ლივერპული”. მერსესაიდელთა სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ ტელიო შესანიშნავად შეეწყობა მათ გუნდს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ტელიოს შესაძენად მზადაა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს დაემშვიდობოს. მაგალითად, მერსესაიდელთა ძირითად მეკარეს, პეპე რეინას. ”ლივერპულის” ხელმძღვანელობამ უკვე იცის, რომ ”ბარსელონა” ვალდესის შემცვლელს ეძებს, ასე რომ ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაცვლოდ ისინი მზად არიან კლუბის ძირითად მეკარესაც დაემშვიდობონ.



