კატალონიელთა მეკარე, ვიქტორ ვალდესი ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს. ფეხბურთელის აგენტმა უკვე უთხრა ამის შესახებ ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას.
სავარაუდოდ, იგი ამ ზაფხულს დატოვებს კლუბს. ვალდესით დაინტერესებულები არიან ”არსენალი” და ”მონაკო”, მაგრამ ჯერ-ჯერობით ”ბარსელონას” არ მოსვლია ესპანელი მეკარის თაობაზე ოფიციალური შემოთავაზება. კატალონიელები მზად არიან მეკარე 10-15 მილიონ ევროდ გაყიდონ.
მიმდინარე სეზონში ვალდესმა 29 მატჩი ჩაატარა და სავარაუდოდ, იმის შემდეგ რაც ”ბარსამ” ჩემპიონობა გაინაღდა მოედანზე აღარც გამოვა. მისი კლუბის დატოვების მთავარ მიზეზად მოიაზრება ის, რომ მეკარეს უბრალოდ სხვა სტილის გასინჯვა სურს.



