მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: ”ვალდესი ”ბარსასთვის” შეუცვლელი ფეხბურთელია”

სუბისარეტა: ”ვალდესი ”ბარსასთვის” შეუცვლელი ფეხბურთელია”

”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ გააკეთა კომენტარი ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ვიქტორ ვალდესი კლუბს ზაფხულში დატოვებს. 

“ვალდესი შესანიშნავი მეკარეა. იგი ”ბარსელონასთვის” შეუცვლელი ფეხბურთელია. ზამთარში, როდესაც ჩვენ ვიქტორს და მის აგენტს კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ, მყისიერი უარი მივიღეთ. ვალდესს უნდა, რომ თავი სხვაგანაც ცადოს. მას თამაშის სხვა სტილის გასინჯვა სურს. თუ იგი საბოლოოდ გადაწყვეტს ჩვენი კლუბის დატოვებას, ერთად მივუსხდებით მაგიდას და მისი შემცვლელების კანდიდატებიდან საუკეთესოს ავირჩევთ.” – განაცხადა სუბისარეტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში