მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე მატჩი დარჩა სათამაშოდ, მაგრამ ყველა ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა, ყოველი შემთხვევისთვის “ბარსელონასთვის”. კოპა დელ რეის და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვვარდით, ლა ლიგა კი უკვე ჩვენი საკუთრებაა.

რა შეიძლება ითქვას ამ სეზონის შესახებ? ბევრი რამ. ძალიან ბევრი რამ მოხდა, რაზეც ალბათ სტატიის ულიმიტო ლიმიტიც არ მეყოფა. უამრავი ქამბექი, სიხარული, სევდა, სინანული, მტკივნეული, მარცხები და ბოლოს მაინც უტიტულოდარდარჩენილი “ბარსელონა”. ჩვენ მივეჩვიეთ უმარავ გამარჯვებას, უამრავ ტიტულებს და თასებს, მაგრამ გადაავლეთ თვალი სხვა გუნდებს, თუნდაც ჩვენი უშუალო კონკურენტი მადრიდის “რეალი”, რომელსაც მხოლოდ კოპა დელ რეის მოგების შანსიღა დარჩა. მე ამით არაფრის თქმას არ ვცდილობ, ფაქტია ლა ლიგა კოპა დელ რეიზე უფრო სერიოზული და შრომატევადი ტიტულია. ასე რომ ვფიქრობ ამ სეზონს გაუთავებელი ტრავმებისა და გაუგებრობის ფონზე ფუჭად მაინც არ ჩაუვლია.

ახალი მწვრთნელი, ახალი სამწვრთნელო შტაბი, მცირე ცვლილებები შემადგენლობაში, გაუგებრობები ვალდესთან დაკავშირებით. ვგონებ ტრავმის გარეშე არცერთ ფეხბურთელს არ ჩაუმთავრებია სეზონი. რა თქმა უნდა ეს ხელისშემშლელია. ხერარდ პიკემ გადაბმულად რამდენიმე მატჩში 4-5 სხვადასხვა ცენტრალურ მცველს შეუწყვილდა. ცენტრალური მცველი ნამდვილად მაღალი ნათქვამია, 5 ფეხბურთელიდან ნომინალურად ცენტრი მხოლოდ გამოუცდელი მარკ ბარტრა გახლდათ.

ვფიქრობ, “ბარსელონას” სანანებელი არაფერი აქვს. მთავარია ვიყუროთ წინ და ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ გავაძლიეროთ გუნდი და გავაძლიეროთ სუსტი მხარეები. “რაც არ გკლავს გაძლიერებ”, დაე ვიყოთ უფრო ძლიერები და შევეცადოთ კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას. ფეხბურთის გურუმ იოჰან კურიფმა თქვა და არ შემიძლია არ დავეთანხმო:” “ბარსელონას” ერა არ დასრულებულა. ტერმინატორმა მცირე შესვენება აიღო, რომ ახალი ძალებით შეუტიოს მეტოქეს”.