workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანით ”ჰამბურგი” ინტერესდება

ბოიანით ”ჰამბურგი” ინტერესდება

”ბარსელონას” თავდამსხმელი, ბოიან კრკიჩი, რომელიც ამ სეზონში იჯარის წესით ”მილანის” ღირსებას იცავდა, გერმანული ”ჰამბურგის” ინტერესების სფეროში მოხვდა. 

აღსანიშნავია, რომ თვითონ ფეხბურთელს დიდად არ სურს ისეთ გერმანულ კლუბში გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც კი არ იღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ კრკიჩმა იტალიაში ბოლო ორი სეზონი გაატარა. თავდაპირველად იგი ”რომას” ღირსებას იცავდა, ხოლო შემდეგ ”მილანის”. მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა 19 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward