ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ყველანაირი ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ 30 წლის ესპანელი მეკარე პეპე რეინა არ იყიდება. შეგახსენებთ, რომ კატალონიის “ბარსელონა” რეინას კლუბის ამჟამინდელი მეკარის, ვიქტორ ვალდესის შემცვლელად მოისაზრებდა, რომელმაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ხელშეკრულებას კი ვადა 2014 წლის ზაფხულში გასდის.
“ცუდია, როცა მსგავსი ინფორმაცია მაშინ ვრცელდება როდესაც სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პეპე რეინა არ იყიდება, მას მოქმედი კონტრაქტი აქვს კლუბთან და ის რა თქმა უნდა ბედნიერია აქ.” – განაცხადა როჯერსმა.
