workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ტოტენჰემი” ვილიასთვის 8.5 მილიონ ევროს ჩამოდის

“ტოტენჰემი” ვილიასთვის 8.5 მილიონ ევროს ჩამოდის

უკვე დიდი ხანია დადის ჭორები იმის თაობაზე, რომ ასტურიელი ფორვარდი “ბარსელონას” ამ ზაფხულს დატოვებს. ვილიას შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა “არსენალი” და ახლა უკვე მათი ჩრდილოელი მეზობელი “ტოტენჰემი”.

შემტევი მომავალ სეზონში ტიტო ვილანოვას გეგმებში არ შედის. “ტოტენჰემი” მზადაა ვილიასთვის, რომელიც “ბარსელონას” აღარ სჭირდება, 8.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს 14 მილიონზე გაცილებით ნაკლებია, თუმცა თუ სხვა შემოთავაზებები არ იქნება, კატალონიელებს მოუწევთ ამ წინადადებაზე დატანხმება.

 შეგახსენებთ, რომ ვილიამ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 24 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward