მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მატიეს ყიდვა უნდა

“ბარსელონას” მატიეს ყიდვა უნდა

“ვალენსიას” მცველი ჟერემი მატიე “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოხვდა.

კატალონიური კლუბის სკაუტები რეგულარულად ესწრებოდნენ “ვალენსიას” თამაშებს. ფეხბურთელი “ბარსელონაში” იმ შემთხვევეში გადავა, თუ ლურჯ–ბროწეულისფერები ვერ შეძლებენ ვერც ერთი იმ მცველთაგანის შეძენას, რომელთაც კლუბის გაძლიერება შეუძლიათ.

29 წლის მატიეს “ვალენსიასთან” კონტრაქტი  2014 წლის ზაფხულში ეწურება. ვალენსიურ კლუბს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თავად ფეხბურთელს კი მხოლოდ “ბარსელონაში” ან “რეალში” გადაბარგება უნდა.

ფეხბურთელის შესაძლო საფასური ამჟამად 8 მილიონ ევროს შეადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში